Accessibility links

კაიროში 10 აპრილამდე გადაიდო არასამთავრობო ორგანიზაციების მუშაკთა სასამართლო


კაიროში მოსამართლემ 10 აპრილამდე გადადო დემოკრატიული არასამთავრობო ორგანიზაციების თანამშრომელთა საქმის განხილვა. 43 პირს (მათ შორის 27 უცხოელს) ბრალად ედება საზღვარგარეთიდან უკანონო დაფინანსების მიღებაში. ამ სასამართლო საქმემ დაძაბულობა შეიტანა ეგვიპტისა და აშშ-ის ურთიერთობაში, რადგან განსასჯელთა შორის 16 ამერიკელია. ვაშინგტონი კაიროს დაემუქრა, რომ შეუწყვეტს სამხედრო დახმარებას, რომლის მოცულობა 1,5 მილიარდ დოლარს შეადგენს. დიპლომატიური ზეწოლის შედეგად, გასულ კვირაში სასამართლომ 13 განსასჯელის მიმართ შეაჩერა ქვეყნიდან გაუსვლელობის მოთხოვნა, რის შემდეგაც ამ უკანასკნელებმა დატოვეს ეგვიპტე. ამ ქვეყნის პარლამენტართა ნაწილმა ხელისუფლება ვაშინგტონის წინაშე დათმობებში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ განსასჯელებისთვის ეგვიპტის დატოვების უფლება არ უნდა მიეცათ. ადამიანის უფლებათა დამცველმა საერთაშორისო ორგანიზაციამ „ჰიუმან რაიტს უოჩმა“ კაიროს მოუწოდა, შეწყვიტოს აქტივისტთა დევნა.
XS
SM
MD
LG