Accessibility links

ზვიად სიჭინავა: საქართველოში ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის ჩატარება რეალურია


2020 წლისთვის საქართველოში ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის ჩატარება საკმაოდ რეალურია - ამის შესახებ თბილისში დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ზვიად სიჭინავამ. მისივე თქმით, ფედერაციას მოსამზადებელი სამუშაოებისთვის სახელმწიფოს დახმარება დასჭირდება, რადგან უეფასთვის წარსადგენი გეგმა 2014 წლისთვის უნდა ჩამოყალიბდეს. სიჭინავას ინფორმაციით, საუბარია ჩემპიონატის ჩატარებაზე თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში და მოგვიანებით კიდევ ორი ქალაქი გაირკვევა. ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ხუმრობით არც ის გამორიცხა, რომ ამ ქალაქებს შორის ლაზიკაც იქნება. ზვიად სიჭინავას განმარტებით, ევროპის ჩემპიონატის მასპინძლობისთვის საჭიროა 12 სტადიონისა და 24 საცხოვრებელი ბაზის აშენება, რაც დიდ სამუშაოსთანაა დაკავშირებული. ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის თქმით, ევროპის ჩემპიონატის საქართველოში ჩატარება ქართული ფეხბურთისთვის ერთგვარი გამოწვევაა. სიჭინავას ცნობით, უახლოესი ორი კვირის განმავლობაში თურქეთში უეფას კონგრესის ფარგლებში შეიკრიბებიან საქართველოს და აზერბაიჯანის წარმომადგენლები, რომლებიც ერთობლივ მუშაობაზე იმსჯელებენ. ორი ქვეყნის განზრახვაზე უმასპინძლონ 2020 წლის ჩემპიონატს, აზერბაიჯანის პარლამენტში 7 მარტს გამოსვლისას განაცხადა პრეზიდენტმა სააკაშვილმა.
XS
SM
MD
LG