Accessibility links

logo-print

ქალთა საერთაშორისო დღე ქალებს საქართველოს პრეზიდენტმა მიულოცა


ქალთა საერთაშორისო დღე ქალებს საქართველოს პრეზიდენტმა მიულოცა. "ზოგი ამბობს რომ 8 მარტი არ უნდა ვიზეიმოთ, რადგან კლარა ცეტკინის მოგონილი კომუნისტური დღესასწაულია, მაგრამ ჩემი აზრით, ყოველი დღე ისედაც ქალთა დღე უნდა იყოს” - ნათქვამია მიხეილ სააკაშვილის წერილში, რომელიც Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე გამოაქვეყნა. პრეზიდენტი ქალებს უსურვებს ბედნიერებას, კარგ განწყობას და იმას, რომ ყოველი ახალი დღე წინაზე უკეთესი იყოს. ”როგორც პრეზიდენტი წელიწადის 365 დღეს საქართველოს ტერიტორიაზე ვაცხადებ ქალთა დღესასწაულად და მოვუწოდებ კაცებს, გავუფრთხილდეთ საქართველოს ამ უკეთეს ნაწილს!" - ნათქვამია მიხეილ სააკაშვილის მისალოც წერილში.
XS
SM
MD
LG