Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თამთა ლიპარტელიანის ოჯახი მოითხოვს, ბრეივიკი საერთაშორისო ტრიბუნალმა გაასამართლოს


ნორვეგიის კუნძულ უტოიაზე შარშან, ივლისში მომხდარი ტერაქტისას დაღუპული საქართველოს მოქალაქის თამთა ლიპარტელიანის ოჯახი მოითხოვს, რომ ბრალდებული ანდერს ბრეივიკი საერთაშორისო ტრიბუნალმა გაასამართლოს. თამთა ლიპარტელიანის დედამ, ლეილა ასათიანმა სააგენტო ინტერპრესნიუსს განუცხადა, რომ ბრეივიკის საქმის არსებითად განხილვა 16 აპრილს დაიწყება, თუმცა ტერაქტის შედეგად დაღუპულთა საქმეებზე სასამართლო ეტაპობრივად იმსჯელებს. ლეილა ასათიანი ადვოკატისგან მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით ამბობს, რომ თამთა ლიპარტელიანის საქმის განხილვა მაისის შუა რიცხვებიდან დაიწყება. ამ პერიოდში ნორვეგიაში გაემგზავრება დაღუპული გოგონას მამა, რომელიც აპირებს გამოძიების მიმდინარეობისადმი უარყოფითი პოზიცია გამოხატოს და მოითხოვოს ბრეივიკის გასამართლება საერთაშორისო ტრიბუნალის მიერ. თამთა ლიპარტელიანის დედის ლეილა ასათიანის განცხადებით, თუ ახალგაზრდების მკვლელობაში ბრალდებულს საერთაშორისო კანონმდებლობით არ გაასამართლებენ, მას სამუდამო პატიმრობა უნდა მისაჯოს. გარდაცვლილი გოგონას ოჯახს არ აკმაყოფილებს ნორვეგიის კანონმდებლობით გათვალისწინებული სასჯელის უმაღლესი ზომა, 21 წლიანი პატიმრობა.
XS
SM
MD
LG