Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანის უზანაესი ლიდერი მიესალმა მოლაპარაკების გამართვისკენ პრეზიდენტ ობამას მოწოდებას


ირანის უზანაესი სულიერი ლიდერი აიათოლა ალი ხამენეი მოწონებით შეხვდა აშშ-ის პრეზიდენტის ბარაკ ობამას ბოლო განცხადებებს, რომელთა თანახმად, თეირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებული კრიზისი ჯერ კიდევ შეიძლება დიპლომატიური გზით მოგვარდეს. სამშაბათს ობამამ განაცხადა, რომ ირანის ბირთვული პროგრამა უშუალო საფრთხეს არ წარმოადგენს, და გააკრიტიკა ის პოლიტიკოსები, ვინც მხარს უჭერს პრობლემის სამხედრო გზით მოგვარებას. ხამენეის ოფიციალურ ვებსაიტზე გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, ირანის უზანაესმა ლიდერმა ირანის ექსპერტთა კრებას უთხრა, რომ ობამას სიტყვები მისასალმებელია და „მოჩვენებების ტყვეობიდან“ გათავისუფლებაზე მიანიშნებს. მიმდინარე კვირის დამდეგს გაეროს უშიშროების საბჭოს ხუთმა წევრმა და გერმანიამ გადაწყვიტეს, განაახლონ მოლაპარაკება ირანის ბირთვული პროგრამის საკითხზე. თვით თეირანი კვლავინდებურად ამტკიცებს, რომ მისი ბირთვული პროგრამა მშვიდობიან ხასიათს ატარებს.
XS
SM
MD
LG