Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანს „სერიოზული დიალოგის“ გამართვისკენ მოუწოდებენ


ირანს მოუწოდებენ წინაპირობების გარეშე დაიწყოს „სერიოზული“ დიალოგი მისი ბირთვული პროგრამის ირგვლივ. ხუთშაბათს გავრცელებულ განცხადებაში გაეროს ატომური უწყება ამბობს, რომ თეირანთან გამართულმა მოლაპარაკებამ „კონკრეტული შედეგები“ უნდა მოიტანოს - და ირანის მთავრობას მოუწოდებს საერთაშორისო ინსპექტორები დაუშვას ობიექტზე, სადაც, გავრცელებული ეჭვით, შესაძლოა ბირთვულ იარაღზე მიმდინარეობდეს მუშაობა. ირანმა მიმდინარე თვის დასაწყისში მიანიშნა, რომ შესაძლოა პარჩინის ბირთვულ ობიექტზე მართლაც დაუშვას უცხოელი დამკვირვებლები - თუმცა, გაეროს ბირთვული უწყების ხელმძღვანელის, იუკია ამანოს თქმით, ამის შესახებ თეირანი ოფიციალური განცხადებით არ გამოსულა. პარალელურად, ირანის უზენაესი ლიდერი მიესალმა აშშ-ის პრეზიდენტის, ბარაკ ობამას მიერ ახლახან გაკეთებულ განცხადებებს, რომელშიც ის ირანის კრიზისის გადასაჭრელად დიპლომატიის გამოყენებაზე საუბრობს, და არა სამხედრო ძალაზე.
XS
SM
MD
LG