Accessibility links

logo-print
მთავრობის დადგენილებებით, სახელმწიფო კონსერვატორია, თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი და თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია საჯარო სამართლის იურიდიული პირიდან სამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირად გადაკეთდა. კულტურის მინისტრი ნიკა რურუა აცხადებს, რომ სახელოვნებო სასწავლებლებში სტრუქტურულად არაფერი შეიცვლება და ის სასწავლებლების მეთოდოლოგიურ გაუმჯობესებაზე იქნება ორიენტირებული. განსხვავებული მოსაზრება აქვს ამის თაობაზე სამხატვრო აკადემიის ყოფილ რექტორსა და მხატვარს გია ბუღაძეს, სწორედ ის იყო 9 მარტს თბილისის სტუდიის სტუმარი. მან ისაუბრა იმის შესახებ თუ რა სავარაუდო საფრთხეები შეიძლება გამოიწვიოს სახელოვნებო სასწავლებლებისათვის სტატუსის შეცვლამ.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG