Accessibility links

logo-print

საბერძნეთი კერძო კრედიტორებს ვალების ჩამოწერაზე შეუთანხმდა


საბერძნეთის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ შეთანხმებას მიაღწია კერძო კრედიტორების უმეტესობასთან ქვეყნის ვალის მოცულობის გადახედვასთან დაკავშირებით. ხელშეკრულება, რომელიც მანამდე ევროკავშირმა მოიწონა, ითვალისწინებს საბერძნეთის ამჟამინდელი სავალო ვალდებულებების გაცვლას ახალზე, სადაც დავალიანების საერთო მოცულობის ნახევარზე მეტი ჩამოწერილი იქნება. საბერძნეთის მთავრობის ცნობით ახალ ხელშეკრულებას კრედიტორების 80 პროცენტზე მეტი დათანხმდა, რაც საკმარისია ხელშეკრულების რეალიზაციისათვის.
XS
SM
MD
LG