Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ეს შენ გეხება" ეუთოს სადამკვირვებლო მისიის მოწვევას მოითხოვს


საარჩევნო კანონმდებლობის შეცვლისა და საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების მიზნით დაწყებული სამოქალაქო კამპანიის "ეს შენ გეხება"-ს მონაწილე ორგანიზაციებმა დღეს წერილობით მიმართეს პრეზიდენტის ადმინისტრაციას, პარლამენტსა და საგარეო საქმეთა სამინისტროს. მედია და არასამთავრობო ორგანიზაციები საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებენ, წინასაარჩევნო ვითარების მონიტორინგისთვის ქვეყანაში უმოკლეს ვადაში მოიწვიოს ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისია. სამოქალაქო კამპანიის ინიციატორთა განცხადებით, საერთაშორისო მისიამ უნდა უზრუნველყოს საარჩევნო გარემოს კვალიფიციური და მიუკერძოებელი მონიტორინგი არა მხოლოდ ორთვიან წინასაარჩევნო პერიოდში, არამედ მთელი საარჩევნო წლის განმავლობაში. მედია და არასამთავრობო ორგანიზაციები მიმართავენ ეუთოს გენერალურ მდივანსა და დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისსაც, მოავლინონ საქართველოში გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისია, რაც ხელს შეუწყობს ქვეყანაში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებას.
XS
SM
MD
LG