Accessibility links

logo-print

შექმნილია სახელმწიფო კომისია იერუსალიმის ჯვრის მონასტრის გამო


იერუსალიმის ჯვრის მონასტრის გამო მუშაობა დაწყებულია და შექმნილია სახელმწიფო კომისია - ამის შესახებ დღეს სააგენტო ინტერპრესნიუსს განუცხადა განათლების, მეცნიერების და კულტურის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ გიორგი გაბაშვილმა. მისივე თქმით, რა თქმა უნდა, მუშაობა იოლი არ იქნება და ინფორმაციას საზოგადოება მაშინ მიიღებს, როცა ”იქნება პირველი ხელშესახები შედეგები." შეკითხვას იყო, ან ამჟამად არის თუ არა ინფორმირებული ისრაელის მხარე, გაბაშვილმა მხოლოდ ის უპასუხა, რომ "მუშაობა დაწყებულია."
XS
SM
MD
LG