Accessibility links

logo-print

ავღანეთის და აშშ-ის ოფიციალური პირები საპატიმროების გადაცემაზე შეთანხმდნენ


ავღანეთის და აშშ-ის ოფიციალურმა პირებმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომელიც ითვალისწინებს ავღანეთის ტერიტორიაზე აშშ-ის მიერ მართული საპატიმროების გადაცემას ავღანელების კონტროლის ქვეშ. პარასკევს გაფორმებული ურთიერთგაგების მემორანდუმის თანახმად, ბაგრამის სამხედრო ბაზასთან ახლოს არსებული, აშშ-ის მიერ მართული მთავარი ციხე 6 თვის განმავლობაში ეტაპობივად გადაეცემა ავღანეთის წარმომადგენლებს. შეთანხმებას ხელი მოაწერეს ავღანეთის თავდაცვის მინისტრმა, აბდულ რაჰიმ ვარდაკმა და ამერიკელმა გენერალმა ჯონ ალენმა, რომელიც ავღანეთში ნატოს და აშშ-ის სამხედროებს ხელმძღვანელობს. ციხის გადაცემის საკითხი მნიშვნელოვანი თემა იყო მოლაპარაკებებში, რომელიც აშშ-ისა და ავღანეთის მთავრობებს შორის გრძელვადიანი სტრატეგიული პარტნიორობის დამყარების შესახებ მიმდინარეობს.
XS
SM
MD
LG