Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საბერძნეთი კრედიტორებს შეუთანხმდა


საბერძნეთმა მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა დეფოლტის საფრთხის უკუგდების მიზნით - მან კერძო კრედიტორების უმრავლესობასთან მოახერხა შეთანხმების მიღწევა დავალიანების მოცულობის გადახედვის თაობაზე. საბერძნეთის ფინანსთა სამინისტრომ პარასკევს განაცხადა, რომ კერძო კრედიტორების უმრავლესობა დათანხმდა წინადადებას ამჟამინდელი დავალიანების მოთხოვნათა 86 პროცენტი გაცვალოს ახლებზე, რომლებსაც გასტუმრების ვადა გადადებული აქვს. ევროკავშირის და საერთაშორისო სავალუტო ფონდისგან მორიგი, 130 მილიარდი ევროსგან შემდგარი დახმარების მისაღებად ათენს ამ წინადადებაზე კერძო კრედიტორების ორი მესამედის თანხმობა მაინც სჭირდებოდა. ათენის ბოლო გაცხადების შედეგად ევრო შედარებით გაძლიერდა დოლართან მიმართებით.
XS
SM
MD
LG