Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთი ბლოკავს სირიის თაობაზე გაეროს რეზოლუციის ახალ პროექტს


რუსეთი აცხადებს, რომ წინააღმდეგია გაეროს უშიშროების საბჭოში დასავლეთის მიერ მხარდაჭერილი რეზოლუციის ახალი პროექტისა, რომელიც სირიაში სისხლისღვრის შეწყვეტას ისახავს მიზნად. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, გენადი გატილოვმა, პროექტს „დაუბალანსებელი“ უწოდა, რადგან ის არ შეიცავს მოწოდებას ძალადობა შეწყვიტონ როგორც მთავრობის, ისე მეამბოხეების ძალებმა. რუსეთმა - რომელიც სირიის რეჟიმის მოკავშირე და იარაღის მიმწოდებელია - ჩინეთთან ერთად დაბლოკა უშიშროების საბჭოს ორი წინა რეზოლუცია სირიის შესახებ. პარალელურად, პარასკევს სირიის ოპოზიციური ეროვნული საბჭოს ხელმძღვანელმა, ბურლან ღალიუნმა, გამორიცხა მოლაპარაკების გამართვა მანამ, სანამ სირიის პრეზიდენტი, ბაშარ ალ-ასადი განაგრძობს რეპრესიებს ოპოზიციის წინააღმდეგ. მან ეს განცხადება სააგენტო „ასოშიეიტედ პრესთან“ საუბროსას გააკეთა. მთავრობას და ოპოზიციას მოლაპარაკების გამართვისკენ მოუწოდებს კოფი ანანი - გაეროს ყოფილი გენერალური მდივანი, რომელიც ახლა სირიაში არაბთა ლიგის წარმომადგენელია.
XS
SM
MD
LG