Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტი გმობს რადიო თავისუფლების კორესპონდენტის მიმართ მუქარას


ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტმა დაგმო მუქარა, რომელიც აზერბაიჯანელმა ჟურნალისტმა, ხადიჯა ისმაილოვამ მიიღო. ისმაილოვა, რომელიც რადიო თავისუფლების აზერბაიჯანულ ისამსახურის კორესპონდენტია, ცნობილია ჟურნალისტური გამოძიებებით ელიტური კორუფციის სფეროში - მათ შორის პრეზიდენტ ილჰამ ალიევის ოჯახის წევრების საიდუმლი ბიზნესებზე ოფშორულ ზონებში. 7 მარტს ისმაილოვამ ფოსტით მიიღო ინტიმური შინაარსის ფოტოები და მუქარის წერილი, რომელიც ამბობს, რომ „კარგად თუ არ მოიქცევა“, მას „სახალხოდ გამოაჭენებენ“. ისმაილოვამ მუქარის შესახებ საჯაროდ განაცხადა და თქვა, რომ ამით მას ვერ გააჩუმებენ. ჟურნალისტთა დავის კომიტეტის ევროპისა და შუა აზიის პროგრამის კოორდინატორმა ნინა ოგნიანოვამ ისმაილოვას აზერბაიჯანის ერთ-ერთი „ყველაზე გაბედული და დაფასებული დამოუკიდებელი ჟურნალისტი“ უწოდა. ორგანიზაცია აზერბაიჯანის მთავრობას მოუწოდებს უზრუნველყოს ისმაილოვას უსაფრთხოება და პასუხი აგებინოს მუქარის ავტორებს.
XS
SM
MD
LG