Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხორვატიის პარლამენტმა ევროკავშირში გაწევრიანების ხელშეკრულების რატიფიკაცია მოახდინა


ხორვატიის პარლამენტმა ერთხმად დაუჭირა მხარი ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების ხელშეკრულების რატიფიკაციას. კენჭისყრაში მონაწილეობა 151 ადგილიანი პარლამენტის 136-მა წევრმა მიიღო და ხელშეკრულებას ყველა მათგანი მიემხრო. დოკუმენტს ხელი ბრიუსელში, დეკემბერში მოაწერეს. კენჭისყრამდე დეპუტატებს პრემიერ-მინისტრმა ზორან მილანოვიჩმა მიმართა სიტყვით და განაცხადა, ევროკავშირი საშუალებას მოგვცემს ჩვენი მოქალაქეების ცხოვრება უკეთესი და უფრო უსაფრთხო გავხადოთო. ევროკავშირში ხორვატიის გაწევრიანების ოფიციალური თარიღი 2013 წლის 1 ივლისია. მანამდე მისი გაწევრიანების შესახებ ხელშეკრულების რატიფიკაცია 27-ვე წევრმა ქვეყანამ უნდა მოახდინოს. ჯერჯერობით ეს მხოლოდ ხუთმა სახელმწიფომ გააკეთა - უნგრეთმა, სლოვაკეთმა, ბულგარეთმა, მალტამ და იტალიამ. იანვარში გამართულ რეფერენდუმზე ევროკავშირში გაწევრიანებას ხორვატიის მოქალაქეთა დაახლოებით 66-მა პროცენტმა დაუჭირა მხარი. ყოფილი იუგოსლავიის ექვსი რესპუბლიკიდან ჯერჯერობით მხოლოდ სლოვენიაა ევროკავშირის წევრი.
XS
SM
MD
LG