Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მორიგ შეხვედრას გამართავს ოთხეული, რომელიც ახლო აღმოსავლეთის სამშვიდობო პროცესში შუამავლობს


გაეროს ცნობით, ახლო აღმოსავლეთის სამშვიდობო პროცესში შუამავალი ოთხეული - შეერთებული შტატები, გაერო, ევროკავშირი და რუსეთი - გამართავს შეხვედრას ისრაელსა და პალესტინელებს შორის ჩიხში შესულ სამშვიდობო პროცესზე მოსალაპარაკებლად. გაეროს პრეს-ოფისის ცნობით, გაეროს გენერალური მდივანი ბან კი მუნი, შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ორშაბათს შეიკრიბებიან გაეროს შტაბბინაში. მათ ვიდეოჩართვის მეშვეობით ესაუბრება ევროკავშირის საგარეოპოლიტიკური ლიდერი, კეთრინ ეშტონი.
XS
SM
MD
LG