Accessibility links

logo-print

გრძელდება დიპლომატიური ძალისხმევა სირიაში კრიზისის მოსაგვარებლად


გრძელდება დიპლომატიური ძალისხმევა სირიაში ოპოზიციის წინააღმდეგ მიმართული ძალადობისათვის ბოლოს მოსაღებად. სირიის საკითხებში გაეროსა და არაბული ლიგის წარმომადგენელი, კოფი ანანი შაბათს დამასკში ხვდება სირიის პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადს, ხოლო არაბული ლიგის საგარეო საქმეთა მინისტრები კაიროში მოლაპარაკებას მართავენ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს. შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა, ჰილარი კლინტონმა პარასკევს კიდევ ერთხელ მოუწოდა რუსეთს, როგორც სირიის მოკავშირეს, კონსტრუქციული როლი შეასრულოს კრიზისის მოგვარებაში. კლინტონმა მიმართა აგრეთვე სირიელ სამხედროებს, ნუ დაუშენენ ცეცხლს საკუთარ ხალხს. ამ მოწოდების ფონია ცნობები, რომ კიდევ 54-ით გაიზარდა დაღუპულების რიცხვი სირიაში, უმეტესწილად, ჰომსში და იდლიბში, რომლებიც რჩება სირიის ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დაპირისპირების ეპიცენტრში.
XS
SM
MD
LG