Accessibility links

logo-print

აფხაზეთში იმართება დე ფაქტო პარლამენტის არჩევნები


დღეს აფხაზეთში იმართება დე ფაქტო პარლამენტის არჩევნები, 35 დეპუტატის ვინაობის გამოსავლენად. ოკუპირებული რეგიონის სახალხო კრების დეპუტატებს მაჟორიტარული სისტემით ირჩევენ. ადგილობრივი ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, სახალხო კრების წევრის მანდატის მოპოვებას ცდილობს 148 პირი, მათგან 114 დამოუკიდებელი კანდიდატი, 11 მმართველი პარტიის - „ერთიანი აფხაზეთის“ - წევრი, ამდენივე - ოპოზიციური „სახალხო ერთობის ფორუმის“, 6 - კომუნისტური პარტიის და 6 - აფხაზეთის ეკონომიკური განვითარების პარტიის წარმომადგენლები. ასევე საარჩევნო კომისიის ცნობით, კანდიდატებს შორის არის ორი ეთნიკური ქართველი. საპარლამენტო არჩევნები ტარდება, დაახლოებით, შვიდ თვეში აფხაზეთში საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარების და დე ფაქტო ლიდერად ლექსანდრ ანქვაბის არჩევის შემდეგ. ხოლო დღევანდელ არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე, 4 მარტს აფხაზეთის ამომრჩევლებმა მონაწილეობა მიიღეს რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებში. საინფორმაციო სააგენტო „აფსნიპრესის“ ცნობით, 4 მარტის კენჭისყრაში აფხაზეთში ამომრჩევლების 90,9 პროცენტმა ხმა მისცა ვლადიმირ პუტინს. აფხაზეთის ტერიტორიაზე ყველა ამ არჩევნების ჩატარებას უკანონოდ მიიჩნევს და შესაბამისად, არ ცნობს საქართველო, ისევე როგორც საერთაშორისო თანამეგობრობის უდიდესი ნაწილი.
XS
SM
MD
LG