Accessibility links

logo-print

ხორვატიაში რატიფიცირებულია ხელშეკრულება ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ


ხორვატიის პარლამენტში ერთხმად იქნა რატიფიცირებული ხელშეკრულება ევროკავშირში ხორვატიის გაწევრიანების შესახებ. 151-ადგილიანი პარლამენტის სხდომაზე მყოფმა 136-ვე დეპუტატმა მოიწონა დოკუმენტი, რომელიც დეკემბერში, ბრიუსელში იქნა ხელმოწერილი. ევროკავშირში ხორვატიის ოფიციალურად მიღებამდე, რაც დაგეგმილია 2013 წლის 1 ივლისისთვის, მისი გაწევრიანების შესახებ ხელშეკრულების რატიფიცირება უნდა მოხდეს ევროკავშირის 27-ვე წევრ სახელმწიფოში. იანვარში გამართულ რეფერენდუმზე, ხორვატების 66 პროცენტი მიემხრო ევროკავშირში შესვლას. იუგოსლავიის ყოფილი წევრი ექვსი სახელმწიფოდან, ამჟამად მხოლოდ სლოვენიაა ევროკავშირის წევრი.
XS
SM
MD
LG