Accessibility links

logo-print

ქართველმა სამართალდამცველებმა გახსნეს თურქეთში მომხდარი დანაშაული


ქართველმა სამართალდამცველებმა გახსნეს თურქეთის ქალაქ ორდუში მომხდარი ძარცვის - სავაჭრო ცენტრიდან მილიონი ლირის ღირებულების ოქროს სამკაულის მოპარვის - ფაქტი. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში დღეს გამართულ ბრიფინგზე გაკეთებული განცხადებით, სპეცოპერაციის შედეგად დაკავებულია საქართველოს მოქალაქე, ორგანიზებულ-დანაშაულებრივი ჯგუფის ხელმძღვანელი. გარდა ამისა, თბილისსა და ქუთაისში ამოღებულია მოპარული ძვირფასეულობის ნაწილი. გრძელდება გამოძიება და მიმდინარეობს მუშაობა ორგანიზებული ჯგუფის სხვა წევრებისა და დარჩენილი ძვირფასეულობის ამოღების მიზნით.
XS
SM
MD
LG