Accessibility links

logo-print

ღაზის სექტორში 10-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა ისრაელის იერიშის შედეგად


პალესტინელი მედიკოსების ინფორმაციით, ღაზის სექტორში, სულ ცოტა, 14 ადამიანი დაიღუპა და 18 დაიჭრა ისრაელის საჰაერო დარტყმების შედეგად. დაღუპულებს შორის არის პალესტინელი ექსტრემისტების ერთ-ერთი ლიდერი, ზოჰაირ ალ-ყაისი. ისრაელის განცხადებით, იერიში ალ-ყაისის წინააღმდეგ იყო მიმართული, რადგან ის გეგმავდა თავდასხმას ისრაელის ტერიტორიაზე. ასევე ისრაელის არმიის პრესმდივნის განცხადებით, პარასკევი დილიდან მოყოლებული, პალესტინელმა ექსტრემისტებმა, სულ ცოტა, 90 რაკეტა და ჭურვი დაუშინეს სამხრეთ ისრაელს. შედეგად დაიჭრა ერთი ადამიანი.
XS
SM
MD
LG