Accessibility links

სერბიაში პატივი მიაგეს ზორან ჯინჯიჩის ხსოვნას


ბელგრადში 20 000-მდე ადამიანმა მიიღო მონაწილეობა აქციაში ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ცხრა წლის წინ მოკლული ზორან ჯინჯიჩის ხსოვნისათვის პატივის მისაგებად. აქციის ორგანიზატორი იყო ოპოზიციური ლიბერალურ-დემოკრატიული პარტია, რომელსაც ხელმძღვანელობს ჯინჯიჩის თანამოაზრე, ჩედომირ იოვანოვიჩი. ყოფილი, რეფორმისტი პრემიერ-მინისტრის მომხრეებმა ბელგრადის ცენტრალურ ქუჩებში ჩაიარეს, სანამ ყვავილებით შეამკობდნენ იმ ადგილს, სადაც ჯინჯიჩი მოკლეს 2003 წლის 12 მარტს. ის იყო სერბიის ევროკავშირთან დაახლოების აქტიური მომხრე მას შემდეგ, რაც 2000 წლის ოქტომბერში სერბიაში დაამხეს სლობოდან მილოშევიჩის მმართველობა. ჯინჯიჩის მკვლელობის დამკვეთსა და მკვლელობის შემსრულებელ სნაიპერს 40-40 წლით პატიმრობა მიუსაჯეს.
XS
SM
MD
LG