Accessibility links

logo-print

სირიის პრეზიდენტი: „ტერორისტები“ ხელს უშლიან კრიზისის მოგვარებას


სირიის პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის განცხადებით, მისი მთავრობა მზად არის ძალისხმევისათვის, რათა ბოლო მოეღოს ძალადობას, მაგრამ „ტერორისტები“ ხელს უშლიან კრიზისის მოგვარებას. ამის შესახებ ბაშარ ალ-ასადმა განაცხადა სირიის საკითხში გაეროსა და არაბული ლიგის წარმომადგენელთან, კოფი ანანთან შეხვედრაზე. სირიის ოფიცილურ საინფორმაციო სააგენტო „სანას“ ცნობით, ასადი ამბობს, რომ პოლიტიკური დიალოგი წარმატებული ვერ იქნება, როცა „არსებობს შეიარაღებული ტერორისტული ჯგუფები, რომლებიც ავრცელებენ ქაოსსა და დესტაბილიზაციას“. ასევე შაბათს კაიროში გაიმართა სირიის შესახებ მოლაპარაკება არაბული ლიგის საგარეო საქმეთა მინისტრებისა და მათი რუსი კოლეგის, სერგეი ლავროვის მონაწილეობით. როგორც იუწყებიან, ცხარე დისკუსიის დროს, ლავროვმა დაიცვა მოსკოვის პოზიცია, დაბლოკოს საერთაშორისო თანამეგობრობის ზეწოლა სირიის მთავრობაზე და განაცხადა, რომ მოსკოვი არ უწევს მფარველობას „არც ერთ რეჟიმს“. ამასობაში, სირიელმა აქტივისტებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ შაბათს, სულ ცოტა, 12 ადამიანი დაიღუპა ჩრდილო-დასავლეთში მდებარე ქალაქ იდლიბში, სირიის სამთავრობო ჯარების მიერ განხორციელებული ოპერაციის შედეგად.
XS
SM
MD
LG