Accessibility links

კანადაში იდენტიფიცირებულია გაუჩინარებული ქართველი გოგონას გვამი


კანადის პოლიციამ დაადგინა, რომ ტორონტოს ჩრდილოეთით ნაპოვნი გვამის შემთხვევაში, საქმე ეხება ორ წელიწადზე მეტი ხნის წინ გაუჩინარებულ ქართველ გოგონას, მარიამ მახნიაშვილს. 17 წლის მარიამი კანადაში სულ სამი თვის ჩასული იყო, როცა 2009 წლის სექტემბერში გაუჩინარდა ტორონტოს ფორესტ-ჰილის კოლეჯის ტერიტორიიდან. ბოლოს ის 14 სექტემბერს ნახეს, როცა ძმასთან ერთად წავიდა სკოლაში, მაგრამ თქვა, რომ სხვა კარით შევიდოდა შენობაში. პოლიციის ვარაუდით, სიკვდილის მიზეზი იყო დიდი სიმაღლის ესტაკადიდან გადავარდნა. გვამი 28 თებერვალს იპოვეს. პოლიცია განიხილავს თვითმკვლელობის ვერსიას. მარიამ მახნიაშვილის საქმე დიდ საზოგადოებრივ ინტერესს იწვევს კანადაში.
XS
SM
MD
LG