Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა 19:13 დაამარცხა რუმინეთის გუნდი


საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა გამარჯვება მოიპოვა ერთა თასის გათამაშების რიგით მესამე შეხვედრაში. მან შაბათს, ბუქარესტში ანგარიშით 19:13 დაამარცხა რუმინეთის ეროვნული გუნდი. შედეგად, საქართველოს ნაკრებს კიდევ ერთი წლით ერგო ანთიმოზ ივერიელის სახელობის თასი. მორიგ შეხვედრას საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები გამართავს რუსეთის ნაკრებთან. მატჩი თბილისში ჩატარდება 17 მარტს.
XS
SM
MD
LG