Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთში გმობენ ამერიკელი ჯარისკაცის მიერ სამოქალაქო პირების დახოცვას


ავღანეთში გმობენ ამერიკელი ჯარისკაცის მიერ 15 სამოქალაქო პირის დახოცვას. საქმე ეხება სამხრეთში მდებარე ყანდაარის პროვინციაში კვირას მომხდარ ინციდენტს. ავღანეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც გამოხატულია "შეძრწუნება და მწუხარება 15 უდანაშაული სამოქალაქო პირის დახოცვისა და ცხრა ადამიანის დაჭრის გამო“. ცნობების თანახმად, ამერიკელი ჯარისკაცი, რომლის ვინაობასაც არ ასახელებენ, დღეს დილაუთენია გავიდა სამხედრო ბაზიდან და სროლა დაუწყო ავღანელ სამოქალაქო პირებს მათს სახლებში, ფანჯვაის რაიონის სოფელ ალეკოზაიში. ნატომ მაშინვე ბოდიში მოიხადა ინციდენტის გამო. ავღანეთში უსაფრთხოების მხარდამჭერი საერთაშორისო ძალების (ISAF-ის) განცხადებით, დაპატიმრებულია ჯარისკაცი ინციდენტთან დაკავშირებით, რომელსაც მოჰყვა ავღანელების მსხვერპლი ყანდაარის პროვინციაში.ISAF-ის განცხადებაში არ არის მოყვანილი დაღუპული და დაჭრილი ადამიანების რიცხვი. ყანდაარის სამხედრო ბაზასთან ადგილობრივი მცხოვრებლები შეიკრიბნენ ინციდენტის გამო პროტესტის გამოსათქმელად.
XS
SM
MD
LG