Accessibility links

logo-print

უკრაინაში აღარ აჩვენებენ რუსულ ფილმს "აგვისტო. რვა"


უკრაინის კულტურის სამინისტრომ გაქირავების ლიცენზია გაუუქმა რუსულ მხატვრულ ფილმს ,,აგვისტო.რვა”. საინფორმაციო სააგენტო მედიანიუსის ცნობით, უკრაინის კულტურის სამინისტრომ ეს გადაწყვეტილება მიიღო ნაციონალურ საზოგადოებრივ მოძრაობა ,,სვობოდის” და ქართული დიასპორის მიმართვის შემდეგ. ,,სვობოდის” წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ ფილმი "აგვისტო. რვა" აღვივებს ეროვნებათაშორის მტრობას. მოძრაობის აქტივისტის, ანდრეი მოხნიკის შეფასებით, „მიზანი ფილმისა, რომელიც უკვე აკრძალეს მოლდავეთსა და აზერბაიჯანში, არის მასობრივი ცნობიერების მანიპულაცია. ამის მიზანი კი არის რუსული იმპერიალიზმის, საქართველოში შეჭრის და მისი ტერიტორიის ნაწილის ოკუპაციის კარგად წარმოჩენა”. შესაბამისად, მოძრაობა „სვობოდის“ აქტივისტებს დაუშვებლად მიჩნიათ უკრაინის ტერიტორიაზე ასეთი ფილმის მასობრივად ჩვენება. რეჟისორ ჯანიკ ფაიზიევის ფილმი ,,აგვისტო. რვა” ასახავს 2008 წლის აგვისტოს ომს ცხინვალის რეგიონში.
XS
SM
MD
LG