Accessibility links

თალიბები ამერიკელებს შურისძიებით ემუქრებიან


ორშაბათს ავღანეთში დაუგეგმავი ვიზიტით ჩავიდა გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი. ის გერმანელ სამხედროებს ქვეყნის ჩრდილოეთით, ქალაქ მაზარი-შარიფში მოინახულებს. ავღანეთის სამხრეთ ნაწილში, ყანდაარის პროვინციაში კი ქვეყანაში მყოფი უცხოელი სამხედროების წინააღმდეგ საპროტესტო აქციები გაიმართა. საპროტესტო აქციების მიზეზი კვირას ამერიკელი ჯარისკაცის მიერ 16 სამოქალაქო პირის დახოცვა გახდა. ამერიკის შეერთებული შტატების პერზიდენტმა ბარაკ ობამამ ავღანეთის პრეზიდენტთან, ჰამიდ კარზაისთან სატელეფონო საუბარში ღრმა მწუხარება გამოთქვა მომხდარი ტრაგედიის გამო. მოტივი, თუ რის გამო გაუხსნა ამერიკელმა სამხედრომ ცეცხლი მოქალაქეებს, ჯერჯერობით უცნობია. ავღანელი თალიბები მომხდარის გამო ამერიკელებს შურისძიებით ემუქრებიან. მუქარის შემცველი განცხადებები ისლამისტების საიტებზე გავრცელდა.
XS
SM
MD
LG