Accessibility links

კოფი ანანმა სირია შედეგის გარეშე დატოვა


არაბული ლიგის ქვეყნებში გაეროს სპეციალურმა წარგზავნილმა კოფი ანანმა სირია ორდღიანი ვიზიტის შემდეგ, კვირას, შედეგის გარეშე დატოვა. ის ორი დღის განმავლობაში აწარმოებდა მოლაპარაკებებს სირიის პრეზიდენტთან ბაშარ ასადთან და სირიის ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან. ქვეყანაში სისხლისღვრის შეწყვეტასთან დაკავშირებით შეთანხმება მიღწეული არ არის. თუმცა კოფი ანანმა გამოთქვა ოპტიმიზმი ასეთი შეთანხმების პერსპექტივის თაობაზე. ოფიციალური დამასკი უარს აცხადებს ოპოზიციასთან მოლაპარაკებებზე, რადგან ხელისუფლების წარმომადგენლების სიტყვებით, ”ქვეყანაში შეიარაღებული ტერორისტული დაჯგუფებები” მოქმედებენ. ოპოზიცია კი, თავის მხრივ, მოითხოვს ბაშარ ასადის გადადგომას, რაც მათი თქმით, ქვეყნის სიმშვიდის გარანტია იქნება.
XS
SM
MD
LG