Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის უპილოტო თვითმფრინავებმა ალ-ყაიდის 18 მებრძოლი გაანადგურეს


იემენის მთების სამხრეთ ნაწილში, აშშ-ის უპილოტო თვითმფრინავების შეტევის შედეგად ალ-ყაიდის სულ მცირე 18 მებრძოლი დაიღუპა. დარტყმები მებრძოლების ბაზებზე პროვინცია აბიანში განხორციელდა. გასულ პარასკევსა და შაბათს ექსტრემისტების პოზიციებზე ავიადარტყმებს იემენის სამხედრო შენაერთები ახორციელებდნენ. გავრცელდა ინფორმაცია 33 მებრძოლის დაღუპვის შესახებ.
XS
SM
MD
LG