Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს პროფკავშირები ხელისუფლებას ინფორმაციის დამალვაში ადანაშაულებს


საქართველოს პროფკავშირები ხელისუფლებისგან შრომის კოდექსის შეცვლის ვალდებულებასთან დაკავშირებით ინფორმაციის დამალვაში ადანაშაულებს.
როგორც ”ინტერპრესნიუსი” პროფკავშირების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით იუწყება, გაერთიანების თავმჯდომარემ ირაკლი პეტრიაშვილმა, ამერიკის შეერთებულ შტატებში ყოფნისას, ქვეყნის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების უმაღლესი წარმომადგენლებისგან მიიღო ინფორმაცია, საქართველოს ხელისუფლებასთან მათი შეხვედრის შესახებ, რომელიც 24 იანვარს ვაშინგტონში გაიმართა. როგორც პროფკავშირებში აცხადებენ, პეტრიაშვილს აცნობეს, რომ სწორედ პროფკავშირების არგუმენტების გათვალისწინებით და მათთან კონსულტაციების გზით, საქართველოს მთავრობამ აიღო ვალდებულება და დადო პირობა, რომ უახლოეს მომავალში შრომის კოდექსს შეცვლის: "სამწუხაროა, რომ საქართველოს მთავრობამ, აღნიშნულის შესახებ სოციალური პარტნიორების (საქართველოს პროფკავშირების გართიანებისა და დამსაქმებელთა ასოციაციის) ინფორმირება არ მოახდინა. საქართველოსა და ამერიკას შორის გამართული ორმხრივი შეხვედრის შემდეგ, სადაც სამთავრობო დელეგაციის ზოგიერთი წევრი მხოლოდ პროფკავშირების დისკრედიტაციის მცდელობით შემოიფარგლებოდა, აშშ-ის წარმომადგენლებმა ხელისუფლება პროფკავშირების მოთხოვნათა სამართლიანობაში დაარწმუნეს და მის საქმიანობაში ჩაურევლობა მოსთხოვეს", - ნათქვამია პროფკავშირების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
XS
SM
MD
LG