Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პარლამენტში პარტიების დაფინანსების საკითხებზე შეხვედრა გაიმართება


მიმდინარე კვირაში პარტიების დაფინანსების საკითხებზე პარლამენტში არასამთავრობო სექტორთან მორიგი შეხვედრა გაიმართება. როგორც ”ინტერპრესნიუსი” იტყობინება, იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ პავლე კუბლაშვილმა განაცხადა, რომ შეხვედრის კონკრეტული თარიღი დღეს გახდება ცნობილი. მისივე ინფორმაციით, შეხვედრაზე არასამთავრობო სექტორი და საპარლამენტო უმრავლესობის წევრები "მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების" შესახებ კანონში შესატან დაზუსტებებზე საბოლოოდ ჩამოყალიბდებიან. პავლე კუბლაშვილი აცხადებს, რომ ცვლილებებით კანონის სულისკვეთება იგივე დარჩება - პარტიებს კანონის გვერდის ავლით ფინანსების მიღება და ხარჯვა შეზღუდული ექნებათ და, ასევე, მკაცრი იქნება სანქციები ფინანსების გაუმჭვირვალობისთვის.
კონკრეტულ ფორმულირებებს პავლე კუბლაშვილი ჯერჯერობით არ აკონკრეტებს, თუმცა, ვარაუდობს, რომ "მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ" კანონთან მიმართებაში დაზუსტებებზე საბოლოო გადაწყვეტილება მიმდინარე კვირის ბოლომდე იქნება შეთანხმებული.
XS
SM
MD
LG