Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მიხეილ სააკაშვილმა თელავში გამართა ქალაქის განვითარების გეგმის პრეზენტაცია


პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, რომელმაც დღეს თელავში გამართა ქალაქის განვითარების გეგმის პრეზენტაცია, განაცხადა, რომ ”რამდენიმე დღის წინ, დამპყრობლის ახალმა ძველმა უფროსმა გენერალური ბრძოლის ახალი დრო და ადგილი - შემოდგომის საპარლამენტო არჩევნები დაგვინიშნა.” ამასთან, სააკაშვილმა აღნიშნა, რომ რუსეთმა საქართველოს ვერც ბლოკადა და ომი მოუგო და ვერც დემოკრატიულ ბრძოლას მოუგებს, ქვეყნის საბოლოო გამარჯვება კი, მათი ჯარებისგან გათავისუფლება იქნება. ”პუტინს კი, პაემანი რომ დაგვითქვა ოთხი დღის წინ, შემოდგომაზე შევხვდებით, მათ შორის განახლებული კახეთის ქუჩებში"- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
XS
SM
MD
LG