Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჰომსში ათობით მშვიდობიანი მოქალაქეა მოკლული


სირიის ცენტრალური პროვინცია ჰომსიდან მოსული ცნობებით, მოკლულია ათობით სამოქალაქო პირი, ძირითადად ქალები და ბავშვები. ოპოზიციის ძალები სირიის რეჟიმს ბრალს სდებენ დაახლოებით 50 ადამიანის გაჟლეტაში. ეს ბოლო ინციდენტი ნაწილია იმ სისხლიანი რეპრესიებისა, რომელსაც ანტი-სამთავრობო დემონსტრანტები უკვე წელიწადია განიცდიან. სირიის სახელმწიფო მედია ბოლო ინციდენტში „შეიარაღებულ ტერორისტულ დაჯგუფებებს“ ადანაშაულებს და აცხადებს, რომ მათ მიერ სამოქალაქო პირების დახოცვა მიზნად ისახავდა უსაფრთხოების ძალების დისკრედიტაციას. ორი მხარის განცხადებების დამოუკიდებლად გადამოწმება არ ხერხდება, ვინაიდან სირიაში ჟურნალისტური საქმიანობა შეზღუდულია. სისხლისღვრის შესახებ ბოლო ცნობა მას შემდეგ გავრცელდა, რაც დამასკი დატოვა სირიის კრიზისში არაბთა ლიგის წარმომადგენელმა, კოფი ანანმა. მან ვერ შესძლო სირიის მთავრობის ცეცხლის შეწყვეტაზე დაყოლიება. გაეროს შეფასებით, ბოლო ერთი წლის განმავლობაში ძალადობას 7,500-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. სხვა წყაროები მსხვერპლის კიდევ უფრო მაღალ რიცხვს ასახელებენ.
XS
SM
MD
LG