Accessibility links

logo-print

სარკოზი შენგენის ზონიდან საფრანგეთის გაყვანით იმუქრება


საფრანგეთის პრეზიდენტმა, ნიკოლა სარკოზიმ კვირას წარმოთქმულ სიტყვაში განაცხადა, რომ თავის ქვეყანას უვიზო, შენგენის ზონიდან გაიყვანს იმ შემთხვევაში, თუ ევროკავშირი უკანონო იმიგრაციასთან ბრძოლაში პროგრესს არ მიაღწევს. სარკოზიმ - რომელიც ამჟამად წინასაარჩევნო კამპანიას მართავს - პარიზის შემოგარენში მომხრეებთან გამართულ შეხვედრაზე თქვა, რომ შეუზღუდავი იმიგრაცია წინაღობას შეუქმნის ახალჩასული პირების საზოგადოებაში ინტეგრაციის ევროპულ მცდელობას. ამასთან, სარკოზის აზრით, ეს ევროპის ქვეყნებში მცხოვრები ღარიბებისთვის მოქმედ სოციალური დაცვის მექანიზმებსაც ტვირთად დააწვება.
XS
SM
MD
LG