Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბელორუსია „ინტერნეტის მტრების“ სიას დაემატა


ორგანიზაციამ „რეპორტიორები უსაზღვრებოდ“ ბელორუსია დაუმატა სიას, რომელიც „ინტერნეტის მტრების“ სახელით არის ცნობილი. კიბერ-ცენზურის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად გავრცელებულ ანგარიშში, პარიზში განთავსებული ეს მედია-ორგანიზაცია წერს, რომ ბელორუსიის რეჟიმმა გაამკაცრა ინტერნეტის კონტროლი. ორგანიზაციის თქმით, მთავრობა „სოციალური მედიის მეშვეობით რევოლუციას“ უფრთხის. ანგარიშში ვკითხულობთ, რომ ბელორუსიის მთავრობამ ინტერნეტის რამდენიმე მომხმარებელი და ბლოგერი დააპატიმრა და ბევრი ვებსაიტი დაბლოკა. „ინტერნეტის მტრების“ სია სულ 12 ქვეყანას მოიცავს - მათ შორის ირანს, უზბეკეთს, თურქმენეთს და სირიას.
XS
SM
MD
LG