Accessibility links

logo-print

ჰენრი კისინჯერი: პუტინი „პატრიოტია“


საერთაშორისო ტელეკომპანია CNN-სთვის კვირას მიცემულ ინტერვიუში აშშ-ის ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა, ჰენრი კისინჯერმა განაცხადა, რომ რუსეთის ახლადარჩეული პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი „პატრიოტია“, მაგრამ ანტი-დასავლელი ან ანტი-ამერიკელი არ არის. კონკრეტულად, კისინჯერმა თქვა - პუტინი „ყველაფერზე მეტად პატრიოტია,რომელიც თავს დამცირებულად გრძნობს 1990-იანი წლების გამოცდილების გამო. ეს მისი კარიერის ფორმირების წლები იყო“. კისინჯერის თქმით, პუტინს ძალიან არ მოსწონს ნაბიჯები, რომლებსაც ის რუსეთის საშინაო საქმეებში ჩარევად აღიქვამს. მაგალითად, პუტინი თვლის, რომ „ამერიკა ავლენს გარკვეულ ტენდენციებს მისი პოლიტიკური ოპონენტების მხარდასაჭერად, რათა მის დამხობას შეუწყოს ხელი“. კისინჯერის განცხადებით, პუტინი გარკვეულ საკითხებთან მიმართებით აშშ-ის კონსტრუქციული პარტნიორი შეიძლება იყოს.
XS
SM
MD
LG