Accessibility links

logo-print

ისრაელის საჰაერო დარტყმებმა სულ მცირე ოთხი პალესტინელი იმსხვერპლა


ღაზის სექტორიდან მოსული ცნობების თანახმად, ისრაელის საჰაერო დარტყმებმა სულ მცირე ოთხი ადამიანი იმსხვერპლა - მათ შორის პალესტინელთა გასამხედროებული ჯგუფის, ისლამური ჯიჰადის ორი წევრი და ორი მშვიდობიანი მოქალაქე. ვრცელდება ცნობა სკოლის მოსწავლე ბიჭის აფეთქების შედეგად დაღუპვის შესახებაც, თუმცა მისი სიკვდილის გარემოებები ბუნოვანია. ისრაელი აცხადებს, რომ მისი სამიზნე იყო „იარაღის შემნახველი ობიექტი“ და ადგილები, საიდანაც რაკეტებს ისვრიან. პარასკევის შემდეგ ისრაელის საჰაერო იერიშებს 20-მე მეტი პალესტინელი შეეწირა. დაჭრილია 60-ზე მეტი ადამიანი. ისრაელი აცხადებს, რომ ღაზიდან მისი მიმართულებით 240-ზე მეტი რაკეტა ისროლეს, რასაც ისრაელის ორი მოქალაქის მძიმედ დაჭრა მოჰყვა. აშშ-მა ისრაელზე თავდასხმებს „ლაჩრული“ უწოდა, არაბთა ლიგამ კი ისრაელის საჰაერო თავდასხმები „ხოცვა-ჟლეტად“ მოიხსენია. აშშ, ევროკავშირი და ჩინეთი სიმშვიდის დამყარების მოწოდებით გამოდიან.
XS
SM
MD
LG