Accessibility links

logo-print

გავრცელებული ცნობით, ლანჩხუთში კონტროლის პალატამ „ქართული ოცნების“ აქტივისტები დაკითხა


ინტერნეტ-გამოცემა „ნეტგაზეთის“ ცნობით, ლანჩხუთში კონტროლის პალატის წარმომადგელებმა „ქართული ოცნების“ აქტივისტები დაკითხეს. “რესპუბლიკური პარტიის” ლანჩხუთის წარმომადგენლობის თავმჯდომარის, რომან ბიწაძის სიტყვებზე დაყრდნობით გამოცემამ დაწერა, რომ დაკითხვის პროცესი მუნიციპალიტეტის შენობაში, მე–3 სართულზე გაიმართა, რომელიც პოლიციას ჰქონდა დაკავებული და იქ არავის უშვებდა. “დაკითხვა შეეხება ძირითადად ფინანსურ საკითხებს. მაგალითად, ეკითხებიან, რამდენს იღებენ “ქართული ოცნების“ გაზეთის გავრცელებაში, ან ხელმოწერების შეგროვებაში და მსგავსი საკითხებით ინტერესდებიან” – უთხრა ბიწაძემ ინტერნეტ-გამოცემას. დღეს უფრო ადრე გამართულ პრეს-კონფერენციაზე „ქართული ოცნების“ წარმომადგენელმა რესპუბლიკური პარტიიდან თინა ხიდაშელმა ხელისუფლება დადანაშაულა მოძრაობის წევრების ტერორიზებაში.
XS
SM
MD
LG