Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაეროს სასამართლომ შეშელის სამედიცინო გამოკვლევას ითხოვს


ყოფილი იუგოსლავიის საქმეთა საერთაშორისო სასამართლომ ორშაბათს განაცხადა, რომ სერბი ულტრანაციონალისტის, ვოისლავ შეშელის საავადმყოფოში მოთავსების შემდეგ მან მოითხოვა ეჭვმიტანილის ახალი სამედიციო შემოწმება. მოსამართლეებმა ექიმების სამკაციან კომიტეტს თხოვეს, წარმოადგინონ დასკვნა, შეესაბამება თუ არა ერთმანეთს შეშელის პატიმრობა და ჯანმრთელობის მდგომარეობა. შეშელის პარტიამ განაცხადა, რომ მას გასულ კვირას გულის ოპერაცია გაუკეთეს. სასამართლომ ორშბათისა და სამშაბათისთვპს დაგეგმილი სხდომა გადადეს, რადგან 57 წლის ეჭვმიტანილი საავადმყოფოში იმყოფება. შეშელის ბრალად ედება მკვლელობა, წამება, სასტიკი მოპყრობა და სოფლების განადგურება ხორვატების, მუსლიმების და სხვა არასერბების დევნისას, 1990-იანი წლებში, ბალკანეთის ომების დროს. ბრალდება შეშელისთვის 28 წლიან პატიმრობას მოითხოვს.
XS
SM
MD
LG