Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თეთრი სახლი: სამოქალაქო პირების დახოცვა არ შეცვლის ჯარების გაყვანის ვადებს


თეთრმა სახლმა განაცხადა, რომ 16 ავღანელი მშვიდობბინი ადამიანის დახოცვა კვირას, ამერიკელი სამხედროს ხელით ავღანეთში, არ შეცვლის ამ ქვეყანაში აშშ-ის სტარატეგიას. პრეზიდენტ ობამა წარმომადგენელმა, ჯეი კორნიმ განაცხადა, რომ აშშ-ის და ნატოს განრიგით, გადაეცეს ავღანეთს უშიშროებისთვის პასუხიმგებლობა, კვლავაც 2014 წლისთვისაა დაგეგმილი. კორნის თქმით, ამ თემაზე ნატოს ჩიკაგოს სამიტზეც იქნება მსჯელობა. გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა, რომელიც ავღანეთში განთავსებულ თავისი ქვეყნის შენაერთს ესტუმრა პროვინცია მაზარ-ი-შარიფში, განაცხადა, რომ ჯერ არ არის ცხადი, დატოვებს თუ არა გერმანიის ჯარი ავღანეთს 2014 წელს, როგორც ეს ნატოს ჯარებისთვისაა განსაზღვრული ამ ეტაპზე. მანვე თქვა, რომ ის და სხვები 2014 წელს ჯარის გაყვანას უჭერენ მხარს.
XS
SM
MD
LG