Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თეირანს არ სურს ოსკარის პირველი ირანელი ლაურეატის საპატივცემულო ცერემონიის გამართვა


ირანში ხელისუფლებამ უარი განაცხადა, გაიმართოს პირველი ირანელი ოსკაროსანის, კინორეჟისორ აშღარ ფარჰადის საპატივცემულო ცერემონია. მის ფილმმა „გაყრამ“ 2012 წელს ოსკარის მოიპოვა, როგორც საუკეთესო არაინგლისურენოვანმა ფილმმა. ირანელი კინორეჟისორების ცენტრს და ირანული კინოპროდიუსერების საბჭოს მთავრობამ არ მისცა ნებართავა მოეწყოს ცერემონია. კონკრეტული მიზეზი უარისა არაა ცნობილი, მაგრამ, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ირანის ზოგიერთი ოფიციალური, კონსერვატულად განწყობილი პირი აღაშფოთა ფილმში ნაჩვენებმა ირანის საზოგადოებაში არსებულმა წინააღმდეგობებმა, სქესთა უთანასწორობამ და უცხოეთში წასვლის სურვილმა.
XS
SM
MD
LG