Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე მთავარი თემა სირია იყო


ძალადობა სირიაში იყო მთავარი თემა ორშაბათს, ნიუ იორკში, გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე, რომელიც გენერალურმა მდივანმა ბან კი მუნმა გახსნა. მუნმა სირიის ლიდერს, ბაშარ ალ-ასადს მოუწოდა, „მომავალ რამდენიმე დღეში“ არაბული ლიგის მიერ შეთავაზებული სამშვიდობო წინადადებების შესაბამისად იმოქმედოს. სხდომაზე საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ალენ ჟუპემ მოითხოვა, რომ სირიის ლიდერები საერთაშორისო სასამარლოს გადაცნენ ოპოზიციონერი პროცესტანტების სისხლიანი ჩახშობის გამო. ჟუპემ რუსეთს და ჩინეთს მოუწოდა, მიემხრონ გაეროს რეზოლუციას. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ რუსეთის მზარდადაა შეშფოთებული სირიაში ვითარების გამო. არაბული ლიგის ქვეყნებში გაეროს სპეციალურმა წარგზავნილმა კოფი ანანმა სირია ორდღიანი ვიზიტის შემდეგ, კვირას, შედეგის გარეშე დატოვა. ის ორი დღის განმავლობაში აწარმოებდა მოლაპარაკებებს სირიის პრეზიდენტთან ბაშარ ასადთან და სირიის ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან.
XS
SM
MD
LG