Accessibility links

უამინდობა საქართველოში კიდევ 5 დღეს გასტანს


ცივი და ნალექიანი ამინდები საქართველოში 18 მარტამდე შენარჩუნდება. გარემოს ეროვნული სააგენტოს მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრის წარმომადგენელმა სვეტლანა ნიორაძემ ”ინტერპრესნიუსს” უთხრა, რომ უახლოეს დღეებში შავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთიდან საქართველოში შემოსვლას დაიწყებს ცივი ჰაერის მასები. შედეგად, 15 მარტიდან დასავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონებში მოსალოდნელია ნალექი, ზოგან თოვლჭყაპი. ამასთან, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, მათ შორის თბილისში, 15-16 მარტს ძლიერი ქარი იქროლებს, რომლის სიჩქარე წამში 27 მეტრს მიაღწევს. 18 მარტის შემდეგ რამდენიმე დღით გამოიდარებს, თუმცა ყინვები შენარჩუნდება.
XS
SM
MD
LG