Accessibility links

logo-print

ისრაელი და პალესტინელები ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ


ეგვიპტე აცხადებს, რომ მისი შუამავლობით ისრაელმა და პალესტინელებმა მიაღწიეს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას, რომელიც ძალაში შევიდა სამშაბათს დილით. 9 მარტს ისრაელის ოპერაციის შედეგად მოკლეს პალესტინელი ექსტრემისტი, რასაც მოჰყვა დაპირისპირება - პალესტინელების მიერ ისრაელისათვის რაკეტების დაშენა და ისრაელის საჰაერო დარტყმები ღაზის სექტორზე. ორშაბათს საღამოს პალესტინელმა მედიკოსებმა განაცხადეს, რომ ისრაელის საჰაერო დარტყმების შედეგად დაღუპულია, სულ ცოტა, 25 და დაჭრილია 80-მდე ადამიანი. ისრაელის მთავრობის წევრმა სამშაბათს, საზოგადოებრივ რადიოსთან საუბარში დაადასტურა, რომ მიღწეულია შეთანხმება ცეცხლის შეწყვეტაზე. პალესტინელების გასამხედროებული ჯგუფის, „ისლამური ჯიჰადის“ წარმომადგენელმა კი განაცხადა, რომ მისი ჯგუფი მანამდე დაიცავს ზავს, სანამ ისრაელს შეწყვეტილი აქვს თავისი „აგრესიული“ ქმედებები.
XS
SM
MD
LG