Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთში თავდასხმა მოეწყო მთავრობის დელეგაციაზე


ავღანეთიდან გავრცელებული ცნობებით, სავარაუდო ექსტრემისტებმა თავდასხმა მოაწყეს მთავრობის დელეგაციაზე, მისი ვიზიტისას სამხრეთში მდებარე ყანდაარის პროვინციაში, სადაც კვირას ამერიკელმა ჯარისკაცმა მოკლა 16 ავღანელი სამოქალაქო პირი. დღევანდელი თავდასხმისას დაიღუპა ავღანელი ჯარისკაცი, დაიჭრა ორი ადამიანი, მათ შორის მთავრობის დელეგაციის წევრი. დანარჩენ წევრებს შორის იყო პრეზიდენტ ჰამიდ კარზაის ორი ძმა. ავღანეთიდან იუწყებიან აგრეთვე, რომ აღმოსავლეთში მდებარე ჯალალაბადის უნივერსიტეტის ასობით სტუდენტი მონაწილეობდა დემონსტრაციაში, რომლითაც პროტესტი გამოთქვეს ამერიკელი ჯარისკაცის ძალადობის გამო. ზოგმა დემონსტრანტმა პრეზიდენტ ბარაკ ობამას გამოსახულება დაწვა.
XS
SM
MD
LG