Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანი და აზერბაიჯანი მუშაობენ დაძაბულობის განსამუხტად


ირანი და აზერბაიჯანი პირობას დებენ, რომ იმუშავებენ კეთილმეზობლური ურთიერთობის შესანარჩუნებლად. ამის თაობაზე განცხადებები გაკეთდა ირანში აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრის, საფარ აბიევის ვიზიტისას. ირანის საინფორმიცო სააგენტო „ირნას“ ცნობით, პრეზიდენტმა მაჰმუდ აჰმადინეჟადმა განაცხადა, რომ „თეირანისა და ბაქოს ურთიერთობას არასოდეს მიადგება ზიანი“. მანამდე აზერბაიჯანელმა მინისტრმა პირობა დადო, რომ აზერბაიჯანი არასოდეს დაუშვებს თავისი ტერიტორიის გამოყენებას ირანზე იერიშისათვის. ბაქო-თეირანის ურთიერთობაში დაძაბულობა გაამწვავა გასულ თვეში გავრცელებულმა ცნობამ, რომ აზერბაიჯანმა 1,6 მილიარდი დოლარის ღირებულების იარაღი შეიძინა ისრაელისაგან. თებერვალშივე, ირანმა აზერბაიჯანი დაადანაშაულა მისი ტერიტორიის გამოყენებაში ისრაელის ჯაშუშების მიერ. თავის მხრივ, აზერბაიჯანმა დააპატიმრა რამდენიმე პირი, რომლებიც დაადანაშაულა ირანთან კავშირში და აზერბაიჯანის ტერიტორიაზე თავდასხმების მომზადებაში.
XS
SM
MD
LG