Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაკისტანში მსხვერპლი მოჰყვა, სავარაუდოდ, აშშ-ის საჰაერო დარტყმას


პაკისტანელი ოფიციალური პირების ცნობით, საჰაერო დარტყმამ, რომელიც, სავარაუდოდ, აშშ-ის უპილოტო თვითმფრინავებით განხორციელდა, სულ ცოტა, რვა ადამიანი შეიწირა ავღანეთის მოსაზღვრე რეგიონში. იერიშის შედეგად სავარაუდო ექსტრემისტები მოკლეს. სამხრეთ ვაზირისტანის რეგიონის ბარამლის რაიონში, სადაც საჰაერო თავდასხმა მოეწყო, ძლიერი პოზიცია აქვთ პაკისტანში მოქმედ თალიბებსა და ალ-ყაიდის მოკავშირე ჯგუფებს.
XS
SM
MD
LG