Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მანანა მანჯგალაძე: დავით ბაქრაძე იერუსალიმში ჯვრის მონასტრის საკითხსაც განიხილავს


საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია აცხადებს, რომ უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი იერუსალიმის ჯვრის მონასტრის გამო შექმნილი სამუშაო ჯგუფის შემადგენლობა და ის, თუ ვისთან აწარმოებს ქართული მხარე მოლაპარაკებას. თბილისში დღეს გამართულ ბრიფინგზე პრეზიდენტის პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ აღნიშნა, რომ პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე ისრაელში გამგაზვრებამდე ესაუბრა საქართველოს საპატრიარქოს წარმომადგენლებს, თავად ვიზიტისას კი იმედია, ექნება შესაძლებლობა, განიხილოს ჯვრის მონასტრის საკითხი. შეკითხვას, დაწყებულია თუ არა მოლაპარაკება, მანჯგალაძემ დადებითი პასუხი გასცა, თუმცა, დასძინა, რომ მოლაპარაკებებში შესაძლოა, იგულისხმებოდეს შიდა მოლაპარაკება და შიდა სამუშაოები. ამავე თემაზე საუბრისას საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ 12 მარტს აღნიშნა, რომ მიმდინარეობს უწყებათა მუშაობა, რომელშიც ყველა კომპეტენტური ორგანოა ჩართული. ”რაც შეეხება ოფიციალური მოლაპარაკების წარმოებას და განახლებას, ისრაელში ვიზიტისას ამ საკითხს უკვე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დასვამს” - განაცხადა კალანდაძემ.
XS
SM
MD
LG