Accessibility links

logo-print

ისრაელის თანახმად, ჯვრის მონასტრის თაობაზე შეკითხვები საბერძნეთის საპატრიარქოს უნდა დაუსვან


ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის გაუგებარია იერუსალიმის ჯვრის მონასტრის შესახებ საქართველოს ხელისუფლების განცხადებების ლოგიკა - ამის შესახებ დღეს ინტერნეტპორტალ izrus-ს განუცხადა ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროში არსებული რელიგიის საქმეთა განყოფილების ხელმზღვანელმა ბჰიჯ მანცურმა. მისი განმარტებით, ისრაელის სახელმწიფო ეკლესიის საკუთრებას არ განკარგავს, ამიტომ ჯვრის მონასტრის თაობაზე შეკითხვები საბერძნეთის საპატრიარქოს უნდა დაუსვან. ისრაელის ხელისუფლებასთან საქართველოს რაიმე მოლაპარაკება დღეს კვლავ უარყო ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივანმა იგალ პალმორმა.
XS
SM
MD
LG